понедельник, 6 апреля 2009 г.

ბიოგრაფია

სახელი ნეკრესი ჰრქმევია ძველის ძველთაგან კახეთის გაღმა–მხარეში ერთს ქალააქს. ისაუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ, და სახელად უწოდებია ნელ–ქარიანი (იხ. ქართ. ცხოვ. გვ. 34).

 საქართველოში 318 წელს წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანობა რომ გავრცელებულა, აქ ეკლესია დიდ შენი, გუმბათიანი, აღუშენებია თირდატ მეფეს, ახლა რომ შილდა არის, იმის ბოლოს–ვაკეზე.

მეექვსე საუკუნეში აქ დასახლებულა წმინდა აბიბოს, ერთი 13 მამათაგანი, და ყოფილა მწყემსი გაღმა–მხრისა, და დიდოეთიც იმისი სამწყსო ყოფილა.

ამ აბიბოსს მოუქცევია აქაურს მთებში მცხოვრები ცეცხლისათვის თაყვანის–მცემლობისაგან ქრისტიანობაზე.

აბიბოს ნეკრესელის დროიდგან ნეკრესში მუდამ ისხდნენ ეპიზკოპოზები და მის სამწყსოს შეადგენდა კახეის გაღმა–მხრის მთის ძირობა ლაგოდეხამდე.

1725-ს წლამდე აქ მჯდარაეპისკოპოსი ვახუშტი, შვილი მეფისა ვახტანგ მე VI-სა, ამბობს: «აწცა არს საეპისკოპოზო, და ზის ეპიზკოპოზიო» (იხ. ღეოღრ. გვ. 304 და 314).

აქაურს ეპიზკოპოზს ჰგონია თავისი საომარი დროშაცა. ვახუშტი ამბობს, რომ მისი სადროშონი იყვნენ გაღმა–მხრელნი და ელისენში მცხოვრებნიო, ესე იგი ახლანდელი ინგილოები (იხ.ღეოღრ).

მაგრამ ამბროსის ნეკრესელი დროს ამ სადროშოს შეადგენდნენ 14სოფელი და 5 სათავადო სამგვარეულოს სამფლობელო . ამ ეპისკოპოზს ემორჩილებოდნენ მე XVII და XVIII საუკუნოებში ინგილოებიცა თუ არა, ეს ჯერ–ჯერობით არ არის ცხადი; მაგრამ ამბროსი თვითონ ამბობს, რომ მე მაქვს მონდობილი კახეთის გაღმა–მხრის მთის ძირობაო.

ამ მოვალეობას ისინი ბეჯითად ასრულებდნენ, მაგრამ უბედურება იმაში იყო, რომ ლეკები არ ასვენებდნენ გაღმა–მხარს. იმათ არა ერთხელ ააოხრეს და აიკლეს (იხ. იქვე გვ. 40 ღა ქართ. ცხოვ. პაპუნა ორბელიანი), რის გამოც ნეკრესის საკათედრო ეკკლესია დაიხურა. რაც საეკკლესიო და საშკოლო ნივთები იყო, ისინი ანტონ I კათალიკოზმა, მოწმების თანა–დასწრებით, სიით. ჩააბარა თელავის სემინარიის რექტორს დავით ლექსის ძეს მესხიევს.

მაგრამ კახეთის გაღმა–მხარი უეპისკოპოზოდ მაინც არ დაუტოვებიათ მეესა და ქათალიკოზს.

1781 წელს აქ ეპისკოპოზად დასვეს ამბროსი ნეკრესელი. რადგან ძველი საკათედრო ეკლესიის განახლება უსარგებლო შრომა იქნებოდა. რადგან იმას ლეკები კიდევ არ მოასვენებდნენ, ამისათვის ამბროსიმ თავისთვის ეკლესია აღიშენა შილდის სოფლის თავში. მას კედელში ატანია ქვა ზედ წარწერით, რომელიც მოგვითხრობს, რომ ის არაშენა ამბროსიმაო.

თავდაპირველში ამ ეკლესიას ბევრი რამ ნივთეულობა ჰკლებია. იმას ჰკლებია საეპისკოპოზო შანდლები: ორ–ფოჩიანი და სამ ფოჩიანი (დიკირი და ტრიკირი) ამის გასაკეთებლად მეფე ერეკლეს შეუწირავს 200 მანეთი და

 ამ ფულით, ნეკრესლის დროს, იოანე მუხრან ბატონს გაუკეთებინებია თავის ხარჯით საეპისკოპოზო ჯვარის სასანთლე. ახლა ისინი სიონის სობოროში არიან და ეს ცნობები ზედ აწერიათ.

მაგრამ ვიდრე იმას ნეკრესში გადაიყვანდნენ ეპისკოპოზად, ის მღვდელმთავრად ყოფილა ჯერ ქართლს წილკანის ეპარხიისა მერმე მანგლისისა. მანგლისში გადაყვანის მიზეზი ის ყოფილა, რომ ხანებში სრულიად აუოხრებიათ წილკნის ეპარხია და საკათედრო ეკკლესიის გალავანში და კოშკებში ბუდობა დაუწყვიათ ლეკებს. 1796 წ. ერთ ქადაგების ბოლოს ამბროსი თვითონვე ამბობს: «აღწერილ იქმნა... წილკნელ, მანგლელ ყოფილის ნეკრესელის ამბროსისაგან»

ამბროსი ნეკრესელს ებარა აგრეთვე შკოლაცა. ეს შკოლა ყოფილა რუსების შემოსვლის დროსაც. 1806 წელს მთავრობამ ნეკრესელს მისცა მიტროპოლიტობა, ჯამაგირად დაუნიშნა 1000 მანეთი სიკვდილამდე და შკოლისათვის კიდევ 200 მანეთი შემოსავლის დაგტვარად, რომელიც იმას ჰქონდა თავის სამწყდოსგან ამას შეადგენდა 12 სოფელი და 5 სათავადო სამფლობელო გაღმა მხარეში. გაღმა–მხარი მე მებარაო, ამბობს ის თავის ქადაგებების მე 291 კაბადონეზე.

ამ წელს ის მოხუცებული ყოფილა. ერთ ქადაგების ბოლოს ის ამბობს: «ვაი ჩემდა, რამეთუ აღარა არს პირველი იგი შემძლებელი ხელი ჩემი მოხუცობისა და უძლურებისა გამო» რა ერქვა ამბროსის მამას, რა გვარი იყო *), სად დაიბადა, რომელს წელს, იყო როდისმე მღვდლად, თუ პირდაპირ ბერად შედგა,-ამ კითხვებზე საპასუხო ცნობები არა გვაქვს. არც ის ვიცით, როდის არის ნაკურთხი ეპისკოპოზად და ვისგან. ვიცით მხოლოდ, რომ მას სწავლა განათლება მიუღია თბილისში. მისი მასწავლებელი ყოფილა მსწავლული და ფილოსოფოსი კათალიკოზი ნიკოლოოზ ხერხეულიძე. პირველი გარდაიცვალა 1738 წელს, მეორე–1744-ს. უკანასკნელს მისთვის უსწავლებია სხვა ენები; მაგრამ არ ვიცით რა ენები.

მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ის 1744-ში კიდევ სწავლობდა და ამ დროს ის იყო 16 წლისა და გარდაიცვალა 1808 წელს, მაშინ მისი დაბადება 1729 წელს მოჰყვება; და თუ ეს ასეა, მაშ ის გარდაცვლილია 79 წლისა აგრეთვე,თუ მივიღებთ მხედველობაში ჯავრის შანდლებზე ნაჩვენებს 1781 ქორონიკონს, როცა მეფე ერეკლეს ფული შეუწირავს და ამბროსი ნეკრესლის დროს, 1781 წელს იოანე მუხრან ბატონს ისინი გაუკეთებინებია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დროს ის ნეკრესის ეპარხიის მღვდელ–მთავრად იყო, მაგრამ კათედრა არ ჰქონდა, როგორც ამბობს პ. იოსელიანი ხოლო როცა დაუსრულებია ნეკრესის ღვთის–მშობლის ეკკლესიის აშენება, მაშინ ის დაუნიშნავთ კახეთის გაღმა მხრის ეპისკოპოზად, რომელი ხარისხიც იმას წინაც ჰქონია მიღებული, როგორცა სჩანს მისივე ხელ–მოწერიდგან «წილკნელ–მანგლელ–ყოფილი ამბროსი ნეკრესელი». ჩემის აზრით ქართველთ მთავრობის ეს განკარგულება მომხდარა 1781 წელს,როცა შანდლები გააკეთებინეს დაეკკლესიის ასენება გათავეს.

ასე რომ ვიანგარიშოთ, მაშინ გამოვა, რომ ამბროსის უმსახურნია კახეთში 27 წელს.

რა უკეთებია იმას ამ დროს განმავლობაში ნეკრესში? ნუთუ მარტო სწირავდა და ქადაგებდა? ნუთუ მარტო ამ თანამდებობის აღსასრულებლად გადაიყვანეს ის აქ? ეჭვი არ არის, რომ ის დანიშნეს აქ მღვდელ–მთავრად ქრისტიანობის დასაცველად, როგორც კაცი მსწავლული და მშვენიერი მქადაგებელი. ეს პირველი მიზეზი. მეორე, -ნეკრესში იყო შკოლა, როგორც ზევით მოგიხსენიეთ, და ეპოსკოპოზი ვალდებულნი იყვნენ ხალხისათვის წერა–კითხვა ესწავლებინათ: მაშასადამე აქ საჭირო იყო იმისთანა სწავლული და განათლებული ეპისკოპოზი როგორიც იყო ამბროსი ნეკრესელი. იმას უნდა დაეცვა ჩვენი ერობა გალეკებისაგან და ქრისტიანობა მუსულმანობისაგან ტავის მჭერ–მეტყველებითა , ცოდნითა, გამოცდილებითა და მხნეობითა. მისი მხურვალე სიყვარული თავის სარწმუნოებისა , ქართველი ხალხისა და სურვილი ქვეყნის უვნებლად დაცვისა იმედს აძლევს მეფესა და ქათალიკოზს, რო ის მხნედ იმოქმედებს სამშობლოს კეთილ–დღეობისა და უვნებლობისათვის. ერთს ქადაგებაში ის ეუბნება ხალხს:« აჰა ესე–რა, რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელ–გვიღებიეს, განვეძარცვეთ ძველი იგი სიმყრალე მახმადიანთა, და აწ, ვითარცა ქრისტეს უყვარდა ერი და მოყვასნი, ისრე შევიყვაროთ ჩვენი ქართველობა და დავიჩვათ იგი, ალილუია, ალლილუია»!

ამბროსი ნეკრესელი არამც თუ ქართველობის დაცვას მეცადინეობდა გაღმა–მხარეში გალეკებისაგან, არამედ დაუცხრმელად იღვწიდა ცრუმორწმუნეობის ამოფხვრასაცა. « ნუცა თილისმა, ნუცა ჯადეგი, ნუცა მხარი, ნუცა ბეჭი და სიზმარი და ყოველივე ამისებრი საქმე ეშმაკო–გჯერათო, ეუბნება ის ხალხს. ესე ყოველივე, განაგრძობს ის, არა არს, შვილნო, ღვთისანი, და  

აიღეთ ხელი ახლავ,განაგდეთ თქვენგან და ნუღარა იქმნთ ამისთანაებ,

 გარდა ამისა, რადგან გაღმა–მხრელნი ჩქარ– ცქარა ლეკდებოდნენ, იმისთვის თავის ქადაგებაში ის აქაურ ქართველობას მხნედ და უშიშრად ამხილებს,აყვედრის, უწყრება, – და სამშობლო ქვების აძულებადა მისთვის ღალატობა დიდი ცოდვა არისო, ეუბნება ყველა ის პირ–მართალი და გულუმანკო კაცი. ის ჯერ ძლიერად ამხილებს ხალხს , მერმე ყველას სხვეწება, ტირის, კვნესის, ღმწრთს შეჰბღავის, ქართველ წმიდათა მოიწვვს, და სთხოვს იმათ ქართველთათვის მეოხებას და მფარველობასა. ამ შემთხვევაში ის არის ქართველთ იერემია. მისი გული სამსეა მწუხარებითა, გოდებითა და ვაი, ვაის თქმითა მისი გული ტირის და ქუხს, ჰხედავს ქვეყნის შეწუხებას, შავის ბედისაგან ულმობელობას და არ–საიღდანა ლხენას ეხვეწება ქართველთ: თქვენი ჭირიმეთ! ნუ შვრებით ღვთის საწყენ საქმესო დამოიქეცით სახარებისა მებრო, რომ ღმერთი შეგვეწიოს და დაგვიხნას მტერთაგანო. ქადაგებს ხალხში ხან ერთგან , ხან მეორედგან;შტააგონებს ხალხს ერთობას, სიყვარულს, მტერთან ბრძოლას, არ შეშინებას, გულის არ გატეხას, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნას რუსეთის იმპერატორისაგან საქართველოს მფარველობის მიღება რომ შეუტყვია, ისრე გახარებია, რომ ამ სიტყვებს ამბობს «ნუ სტირთ, ნუ მწუხარე ხართ, რამე თუ აღდგინებულ არს საქართველო, და დაცემულ არს ყიზილბაშ, და ნუ გეშინიანთ–ღა რამეთუ აჰა ესე–რა გამოხსნილნი ხართ ხელთაგან მათთა. განიხარეთ! განიხარეთ! რაღუითეს! რაღუითეს»!... ის გულის უმანკოებით დაჯერებულია რომ ერთ მორწმუნე რუსეთის ერი აღასრულებს თავის დაპირებას და დაიცავს ჩვენს ერობას, ენას და სარწმუნოებას. მაგრამ გასაკვირია, რომ შემდგომში ის სხვანაირად მოქმედებს.

საზოგადოდ ამბროსის ქადაგების შესახებ უნდა ვსთქვათ, რომ მის მსგავსი, მათ ყოვლად–უსამღვდელოესობის გაბრიელ ეპისკოპოზის ქადაგების გარდა ჯერ ქართულს ენაზედ დაბეჭდილი საღმრთო მოძღვრება არ გვაქვს. მათი შინაარსი შეეხება დროის მოთხოვნილებას; ის შეეხება ხალხის ზნეს, ჩვეულებას, ცხოვრების წესებს და კაცთა ერთმანეთზე დამოკიდებულებას; და არის დაწერილი მდაბიურის ენით, მქადაგებელი თვითონვე ამბობს: მე ამისთვის ასრე დაბირის ენით ვწერო, მსურს ყველამ გაიგოს შეიტყოს და შეიგნოს, რას ვამბობო. ზოგიერთ ქადაგებაში ისრე მშვენიერად აქვს ახსნილი წკკლესიური დოღმატები, რომ მისებრ ახსნა ქართულს ენაზე ჯერ არა გვაქვს რა დაბეჭდილი. მათს შინაარსს ახლაც დიდის სიამოვნებით მოისმენს ქართველი ასრეთი ღირსება ამ ქადაგებისა არის იმის მიზეზი, რომ დიდად პატივცემულმა ალექსანდრე ეპისკოპოზმა ინება თავის ხარჯით მათი დასტამბვა და ხალხში გავრცელება. ამით ის აღასრულებს ჯერ თავის მოვალეობას, მერმე ამბროსი ნეკრესელის სურვილს. თვით ამბროსი, რომლის წმინდანის დღეობაზედ ქადაგებას იტოდა ხოლმე, იმ წმინდანის სახელე აშენებულს ეკკლესიებს ყველას თითო ეგზემპლიარს თავის ქადაგებისას უგზავნიდა კახეთში. მაგრამ ახლა ყოვლად–სამღვდელოებამ ალექსანდრემ ისინი დაასტამბვია და ამ სახით კეთილ–ინება მათი გავრცელება ქართველთ სამრევლო ეკკლესიებში. გიხაროდენ, ნეტარ ხსენებულო ამბროსი რომ შენი გულითადი სურვილი ახლა უფრო დიდ ზომით სრულდება ალექსანდრე ეპისკოპოზის მიერ!..

ამ ქადაგების მეტი სხვა არაფერიც რომ არ დაეწეროს ამბროსის, მაშინაც კი საკმარ იქნება ვსთქვად რომ მე XVIII ის ერთი განათლებულთაგანი ქართველი ეპისკოპოზი იყო. აგერ 81 წელიწადი გადის, რაც რუსეთის მფარველობის ქვეშა ვართ, ვსწავლობთ სასულიერო სემინარიაში მაგრამ მისებრ ქადაგებები არამც თუ ჯერ არავის დაუწერია (გაბრიელ ეპისკოპოზის გარდა), არამედ უბრალო მქადაგებელიც კი არავინ ყოფილა ჩვენში ამ დროის განმავლობაში.

მაგრამ სიკვდილის შემდეგ ამბროსიმ კიდევ სხვა თხზულებაც დასტოვა; მის მიერ არის დაწერილი წიგნი რანაირად უნდა ათქმევინონ მღვდელებმა ერისკაცებს აღსარება ზიარების წინ. იქნებ ამაების გარდა იმამ სხვა კიდევ ბევრი რამ დასწერა, მაგრამ ვინ იცის ვინ წაიღო და სად დაიკარგა?

ნეტარ იყოს იმის ხსენება ამისთვისაცა! იმას არ დაუკლია მეცდინეობა საქართველოს დაცვისა და ერის განათლებისათვის. იგი თავის სიკვდილამდე ქართველთ ერის პოლიტიკური თავისუფლების დაცვას იღვწიდა და 1808 წ. ღრმად მოხუცებული (79 წლისა) ამბროსი ჩაესვენა სიონთა ღვთის–მშობლის ეკკლესიაში მოთხრილ სამარეში. საუკუნომცა არს ხსენება მისი!!.  

დიმიტრი ჯანაშვილი

 

სოლომონ ყუბანეიშვილის ცნობით:


  ამბროსი მიქაძე დაბადებულა 1728 წელს.მის მიერ 1742 წელს გადაწერილ კონდაკზე არის გადამწერის ხელით შესრულებულუ მინაწერი ;აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან”(H367,ფ.35). ამბროსის საერო სახელიზაქარია ყოფილა.ამავე სახელს ატარებდა იგი მღვდელობაშიც.დიმ.ჯანაშვილის ცნობით,მას სწავლა-განათლება თბილისშიც მიუღია.მისი მასწავლებლები ყოფილან სწავლული და ფილოსოფოსი ბესარიონ კათალიკოსი (ორბელიანი)და კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე.მისივე თქმით,ამ უკანასკნელს ყმაწვილისთვის სხვადასხვა ენა უსწავლებია.უნდა შევნიშნოთ, რომ ბესარიონ კათალიკოსი ამბროსის მასწავლებელი ვერ იქნებოდა.ამბროსი1728 წელს დაიბადა, ბესარიონი კი 1737 წელს გარდაიცვალა.ნიკოლოზიც ვერ გამოდგებოდა ;სხვადასხვა ენების” მასწავლებლად. ნიკოლოზი 1742 წელს გახდა კათალიკოსი და 1744 წელს მოკლეს.ამ მოკლე მონაკვეთში იგი ვერ მოახერხებდა ენების სწავლებას.როგორც ჩანს,ამბროსის შესანიშნავი განათლება მიუღია,რადგანაც იოანე ბატონიშვილი იხსენიებსროგორც მეცნიერს,საღვთო წერილში გამოცდილს,შესანიშნავ კალიგრაფს,კარგ პოეტს,მუსიკოსსა და სრულ მგალობელს.ამბროსის რამდენიმე მოწაფეც აღუზრდია,თუმცა მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

 

ბიოგრაფიული ცნობები საჭირო სისრულით ამბროსის შესახებ არ მოგვეპოვება, ვიცით, რომ მისი გვარი მიქაძე იყო. ამბროსი იყო მოწაფე ანტონი კათოლიკოსისა, ეპისკოპოსობაში ის განაგებდა ნეკრესის კათედრას კახეთში დოსითეოზის შემდეგ 1794 –1812 წლებში. 1801 წელს ის დავით ბატონიშვილის ბრძანებით, დროებით, სანამ თავს არ გაიმართლებდა, გადაყენებულ იქნა ეპარქიის გამგებლობისაგან რაღაც პოლიტიკურ საქმეში მონაწილეობისათვის. ამბროსი ქართული მწერლობის ისტორიაში ცნობილია როგორც ნაყოფიერი მქადაგებელი. 1886 წელს თბილისში გამოიცა კრებული მისი ქადაგებებისა, რომელიც შეიცავს 38 მოძღვრებას. ეჭვი არაა, რიცხვი მისი ქადაგებებისა უფრო მეტია, მაგრამ ჯერ ცნობაში არაა მოყვანილი. მას ჩვეულება ჰქონდა თავისი ქადაგება რამდენიმე ცალად გადაეწერა და სოფლებში დაეგზავნა მღვდლებისათვის ეკლესიაში წარმოსათქმელად. მისი ქადაგებები ორგვარია: დოგმატიკური და პუბლიცისტური. ისინი სქოლასტიკური ხასიათისაა: ქადაგებაში ხშირად გვხვდება იამბიკოები, აკროსტიქები, ვიღიც ფილოსოფოსების ხსენება, კერძოდ, ბაუმეისტერისა, ვრცელი ფილოსოფიური ტრაქტატი, რომელსაც ხშირად კავშირი არ აქვს მთავარ აზრთან, დანაწილება ამა თუ იმ საგნისა და რიტორიკული ფორმა ქადაგებისა, - ყველა ეს მაჩვენებელია ანტონი კათოლიკოსის სქოლასტიკური სკოლის გავლენისა ჩვენს მქადაგებელზე. უფრო საყურადღებოა მისი პუბლიცისტური ქადაგებები, რომლებშიაც ის ეხება მისი თანამედროვე საზოგადოების, უფრო თავისი სამწყსოს, ზნეობრივ სიდუხჭირესა და ნაკლს, განსაკუთრებით ხალხში გავრცელებულ ცრუმორწმუნეობას, ანდა საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ვითარებას. მძიმე იყო იმ დროს კახეთის მდგომარეობა: დარბეული ქვეყანა, გაღატაკებული ხალხი, მაჰმადიანთა თარეშობა და ისლამის გაძლიერება, რამაც გამოიწვია ხალხში ქრისტიანული ზნე-ჩვეულების შერყევა, - მდიდარ მასალას აძლევდა ორატორს მქუხარე სიტყვებით მიემართა სამწყსოსადმი და მოეგონებია მისთვის მაღალი ღირსება ადამიანისა და ქრისტიანისა, ანდა მდუღარე ცრემლები ეფრქვია გავერანებული სამშობლოს სურათის დანახვაზე. ამბროსის ქადაგებებს დიდი მორალური და აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა მორწმუნეთათვის და, კერძოდ, ნეკრესის ეპარქიისათვის.

 ამბროსის პოეტური ცდებიც აქვს, მას დაუწერია როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის ლექსები[1].